ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლას მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 15 მაისის აქციის საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნილია, თუმცა, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელი რეგიონის მოსახლეობას შეხვდება პირველად ოპოზიცია.

„საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნილია, სადაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელია გაერთიანებული. ახლა მიმდინარეობს ლოჯისტიკური, საორგანიზაციო საკითხების დალაგება, რის შემდეგაც ჩვენ გავალთ რეგიონებში. ეს ალბათ, კიდევ რამდენიმე დღეს წაიღებს. ზუსტად ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოდან, ან მომდევნო კვირის დასაწყისს ეს არ გადასცდება. დრო ბევრი არ არის და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. განიხილება ორი ვარიანტი, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი იყოს გარკვეულ რეგიონში შეხვედრებში და ასევე, შესაძლოა, რომ რეგიონების ნაწილში შეხვედრები ინდივიდუალურადაც გაიმართოს. სამუშაო გრაფიკი ახლა დგება, ვინ, სად და როდის უნდა წავიდეს. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ესეც გახდება ცნობილი. წინასწარ ვერ გეტყვით პირველი რომელი რეგიონი იქნება, სადაც შეხვედრა გაიმართება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე აქციის ჩატარების რისკებს, როგორც უდუმაშვილი ამბობს, თუ ხელისუფლება მაქსიმალურ ჩაკეტვებზე წავა, აქცია დაანონსებულ დროს მაინც გაიმართება.

„ბუნებრივია, თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, რაც გულისხმობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ბუნებრივია, ეს პრობლემას შექმნის. ასე თუ მოხდება, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაუკავშირდება 15 მაისს და მას პანდემიასთან არანაირი კავშირი არ ექნება. ვიდრე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჩვენ დრო მაინც უნდა გამოვიყენოთ. თუ ჩაკეტავენ, აქცია მაინც გაიმართება, მიუხედავად იმისა, დროში გადაიწევს თუ 15-ში იქნება. ხელისუფლება ტყუილად ცდილობს, რომ ამ აქციის გამართვას მანიპულაციებით ხელი შეუშალოს. აქცია მაინც გაიმართება, ნებისმიერ შემთხვევაში! ჯერჯერობით აქციის გადადება დღის წესრიგში არ დგას. 15 მაისი არის დაანონსებული თარიღი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლას მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს