თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

დედაქალაქის მერია თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამ პროექტის კონცეფციის შექმნაზე გვქონდა ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული და ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა. პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია ყველა წარმოდგენილი რეკომენდაცია. ეს პროექტი არის ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. რა თქმა უნდა, თბილისში გამოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები, ვინც ამ პროექტს განახორციელებს. აქამდე პანდემიის გამო ვერ დაიძრა ეს პროექტი. ზოგადად პანდემიამ ბევრ პროექტს შეუშალა ხელი, თუმცა, ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა პროექტი განხორციელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება ამ ინტერესთა გამოხატვით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვაცხადებთ. პირველ ეტაპზე, 6 თვის განმავლობაში, ჩატარდება ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევის მიხედვით წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი პროექტი იქნება, არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო თავშეყრის ადგილი“,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო