გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, არმან ხოჯოიანთან და სომხური დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ აგრარული მიმართულებით ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. არმან ხოჯოიანმა პანდემიის პირობებში სომხეთის რესპუბლიკაში ეკონომიკის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

„მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე აგრარული პროდუქციის ექსპორტის და ამ კუთხით ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის და ეტიკეტირების წესის დაცვის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არმან ხოჯოიანი ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც იმყოფებოდა, სადაც რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საქართველოს მხარის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას და გამოცდილებას გაეცნო. მინისტრის მოადგილე დაინტერესდა და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში მიმდინარე ვენახების კადასტრის პროგრამის შესახებაც. კადასტრი მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა