კახა კალაძე - აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამამ მოსარგებლეთა რაოდენობა გაზარდა და ამ თვეშივე შესაძლებელი იქნება დამატებით 145 ბავშვი ჩაერთოს

წელს აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამამ მოსარგებლეთა რაოდენობა გაზარდა და ამ თვეშივე შესაძლებელი იქნება დამატებით 145 ბავშვი ჩაერთოს - ჯამში 1 375 ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს კომპლექსური თერაპიის კურსების დაფინანსებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამა 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე მისი ბიუჯეტი 500 000 ლარიდან 5 200 000 ლარამდე გაიზარდა.

„სულ ახლახანს იყო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე და არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სიახლე, რომელიც გვაქვს აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ ოჯახებს და იცოდეთ, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მაქსიმალური თანადგომა, მაქსიმალური მხარდაჭერა.

წელს აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამამ მოსარგებლეთა რაოდენობა გაზარდა და ამ თვეშივე შესაძლებელი იქნება დამატებით 145 ბავშვი ჩაერთოს, ჯამში 1375 ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს კომპლექსური თერაპიის კურსების დაფინანსებით, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გასულ წელსაც გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ასაკობრივი პრინციპით და თუ აქამდე 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ვემსახურებოდით, 2020 წელს ბენეფიციართა ასაკი გაიზარდა 18-წლამდე რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამა 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე მისი ბიუჯეტი 500 000 ლარიდან 5 200 000 ლარამდე გაიზარდა. თავიდან პროგრამაში ჩართული იყო მხოლოდ 325 ბავშვი, რომელსაც 2 ცენტრი ემსახურებოდა, დღეისთვის კი პროგრამაში 7 დაწესებულებაა ჩართული. პროგრამის ფარგლებში უწყვეტ რეჟიმში ფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი. ერთი ბავშვისთვის განკუთვნილი ყოველთვიური ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 400 ლარს, რაც მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურებას მოიცავს”, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს