ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც ლატვიელ კოლეგას, არტის პაბრიკს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და ძლიერი პარტნიორობა. მან ლატვიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე, საერთაშორისი მისიებში საქართველოს წვლილზე, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.

მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ლატვიის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან, პარლამენტის სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან, ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში და ლატვიის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა