საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის სეიმის სპიკერს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უწყების წარმომადგენლებთან ერთად ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის დელეგაციის წევრებს ლატვიის სეიმის სპიკერმა ინარა მურნიეცემ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა ლატვიის მხარეს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება.

„მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა ალიანსთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმს იყენებს. მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ქართულმა მხარემ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) ლატვიის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ კუთხით ნატოს მნიშვნელოვანი როლი. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებას, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ქართველი სამხედროების მონაწილეობას ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლატვიელ კოლეგას. დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა