მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის აზრით, 20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 20 ივნისის ღამეს გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში რიგ საკითხებზე გადაჭარბებულ და ზედმეტად გაბუქებულ მოსაზრებებს ვისმენდით.

„რაც მეტი მექანიზმი იქნება გამოყენებული, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშანი და ეჭვი არსებობს იმის შესახებ, რომ სადმე რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, პირადად მე და კომიტეტი მივესალმებით. სხვა საკითხია, რა გაირკვევა განხილვების შედეგად. ყველას ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გვაქვს. ყოველთვის მივესალმები უფლების განხორციელებას, რომლის მიზანიც ჭეშმარიტების დადგენაა. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ზუსტი და მკაფიო იყოს შეფასება, რომელიც გაკეთდება და ფაქტები, რაც დადგინდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" ერთად ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე 2 ახალი საჩივარი გაგზავნა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლის და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებას და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

საია-ში აღნიშნავენ, რომ გამოყენებული ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა