სერგი კაპანაძის შეფასებით, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მინისტრებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და ყოველგვარი კარანტინის, თვითშეზღუდვის გარეშე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მიმართ. კაპანაძის თქმით, ასეთი მიდგომა რომ ყოფილიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა.

„ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტია. როგორც ჩანს, ისინი შემოვლითი გზებით, ჩუმად აქეთ მოდიოდნენ, რადგან იციან, რომ აქ კარანტინში ხვდებიან. რა ინფორმაციაც გავიგე და რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია, მათ იმის გამო, რომ კარანტინისთვის თავი აერიდებინათ, გადაწყვიტეს, ასეთი გზით წამოსულიყვნენ და სამწუხაროდ, გზაში დაიღუპნენ. ეს არის ძალიან არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანებს კარანტინში უშვებს და ამით, მათ უსაფრხოებსაც პრობლემებს უქმნის. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ძალიან არასწორ პოლიტიკაზე, რომელიც ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ გვაქვს. პირველ რიგში, კარანტინის წესი არის შესაცვლელი. მაგალითად, თუ ჩვენს მინისტრებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და აცრის გარეშე, ყოველგვარი კარანტინის და თვითშეზღუდვის გარეშე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ეს რომ ადრე გავრცელებულიყო, შესაძლოა, ეს ტრაგედია თავიდან აგვერიდებინა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო:სერგი კაპანაძის შეფასებით, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა