ლევან იოსელიანი - ორივე მხარის ჯიუტი პოზიციების გამო ვერ შედგა მოლაპარაკება

ორივე მხარის ჯიუტი პოზიციების გამო ვერ შედგა მოლაპარაკება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ერთ - ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა მოლაპარაკების ჩაშლაზე ორივე მხარეს ეკისრება.

„ფაქტია, როცა მოლაპარაკება ჩაიშლება, აქ პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ერთ მხარეზე, ეს ნათელია. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციასაც. ორივე მხარის ჯიუტი პოზიციების გამო ვერ შედგა მოლაპარაკება, რაც არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, საბოლოო ჯამში იმედს ვიტოვებ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და რაღაც ფორმით მივა ლოგიკურ დასასრულამდე,"- განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა