გია ვოლსკი - არც განმეორებითი, არც რიგგარეშე არჩევნების სურვილი ჩვენ ოპონენტებში არ იკითხება, რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიჰყვებიან

არანაირი არჩევნების, არც მორიგი, არც განმეორებითი და არც რიგგარეშე არჩევნების სურვილი ჩვენ ოპონენტებში არ იკითხება. რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიყვებიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ იმ საკითხებზე, რომელიც დოკუმენტშია ასახული, შეთანხმება მცირე შესწორებით შესაძლებელია, თუ ამის სურვილი ორივე მხარეს ექნება.

„საკითხი არ არსებობს, სადაც ლოგიკური, პოზიტიური პოზიცია არ გაგვაჩნდეს. მცირეოდენი შესწორებით ხუთივე პუნქტზე შეიძლება ვიმუშაოთ და გვქონდეს შეთანხმება, თუ ამის სურვილი გაქვს. არანაირი არჩევნების, არც მორიგი, არც განმეორებითი და არც რიგგარეშე არჩევნების სურვილი ჩვენ ოპონენტებში არ იკითხება. რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიჰყვებიან.

მთავარია საზოგადოების განწყობა და საზოგადოების განწყობა, თუნდაც მათ მიერ სარწმუნოდ მიღებულ NDI-ის და IRI-ის კვლევებშიც ჩანს" , - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა, პოლიტიკურმა პარტიებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა