თენგიზ ცერცვაძე - დღეისათვის კოვიდისთვის გამოყოფილი გვაქვს 60-მდე საწოლი და გვყავს დაახლოებით 40 პაციენტი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდპაციენტებისთვის 60 საწოლია გამოყოფილი, საიდანაც დაახლოებით 40 დაკავებულია.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან რეანიმაციულ განყოფილებაში 5 პირი იმყოფება.

„ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია. გვყავს 5 პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, მაგრამ ამ მძიმეებიდან არცერთია უიმედო ან კრიტიკულად მძიმე. ზოგადად, ჩვენი კლინიკა გამოირჩევა პაციენტების გადარჩენით ქვეყანაში და შესაძლოა, ევროპაშიც, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონით. ჩვენ გატარებული გვყავს დაახლოებით 1300-1400 პაციენტი და მხოლოდ 13, ანუ 1%-ია გარდაცვლილი. საუბარია იმაზე, რომ ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების 1%-ია გადაცვლილი, რაც ჰოსპიტლისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამას თავის მიზეზი აქვს. ჩვენი კლინიკა თავიდანვე პორველი იყო და დღესაც ასე რჩება.

ადრე, როდესაც მთელი საავადმყოფო დაცლილი იყო, მობილიზებული გვქონდა 80 საწოლი. დღეს კოვიდისთვის გამოყოფილი გვაქვს 60-მდე საწოლი და გვყავს დაახლოებით 40 პაციენტი”,- განაცხადა ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა