გია ვოლსკის განცხადებით, მაღალი რეიტინგი, რომელიც გიორგი გახარიას აქვს, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელთან ერთადაც მუშაობდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მაღალი რეიტინგი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიააქვს, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელთან ერთადაც მუშაობდა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ალბათ, იგივე მოსაზრება აქვს გიორგი გახარიასაც.

„დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ გახარიაც ასე ფიქრობს, რომ გუნდი რომელთან ერთადაც იმუშავა, მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს არა მარტო მის დადებით რეიტინგს, არამედ მათაც, ვისაც დადებითი რეიტინგი აქვთ.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს გუნდმა შეუწყო ხელი, მითუმეტეს, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ და უამრავი საკითხი გაქვს გარშემო, რომ არა გუნდი, შენი რეიტინგიც არ იარსებებს. დარწმუნებული ვარ, იგივე მოსაზრება აქვს გახარიასაც“ , - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ IRI - გამოკითხულთა 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, გიორგი გახარია 65%-ს, კახა კალაძე 54%-ს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო