აეროპორტების გაერთიანებასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

თამარ არჩუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ, გაეცნონ აეროპორტების მუშაობის სპეციფიკას, სადაც სამომავლოდ დასაქმდებიან.

,,დღეს გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საავიაციო უნივერსიტეტთან. პირადად ჩემთვის ეს ფაქტი, როგორც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის ორმაგად სასიხარულოა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საავიაციო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ძირითადი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ავიაციის სფეროთი და მეტი პროფესიონალი კადრი აღვუზარდოთ ქვეყანას. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. მზად ვართ ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტს და ჩავერთოთ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში და სტაჟირება გავატაროთ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს ქუთაისის, მესტიის, ამბროლაურისა და აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში“,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

მემორანდუმის თანახმად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში გაივლიან. თანამშომლობის ძირითადი მიზანია ავიაციაში პროფესიონალების აღზრდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სტუდენტებს დაეხმარება სრულყოფილი პროფესიული მომზადებისთვის სასწავლო პროცესში, მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სამეცნიერო, საერთაშორისო და სხვა პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება. ასევე, ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა