გიორგი ვაშაძე - მესამე რაუნდი აუცილებლად უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე სერიოზული მომზადებაა საჭირო, რომ არ იყოს ისევ ფუჭი შეხვედრა

ჯერ კიდევ არის რესურსი, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები შეთანხმებით დამთავრდეს. „ქართული ოცნებაც“ ხედავს, რომ მათთვის ყველას მოტყუება და დესტრუქციული როლის შენარჩუნება მსუბუქი არ იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე რაუნდი აუცილებლად უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე სერიოზული მომზადებაა საჭირო.

„ვფიქრობ, რომ მესამე რაუნდი აუცილებლად უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე სერიოზული მომზადებაა საჭირო, რომ არ იყოს ისევ ფუჭი შეხვედრა - მოლაპარაკებები შედეგის გარეშე. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რესურსი, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები შეთანხმებით დამთავრდეს. „ქართული ოცნებაც“ ხედავს, რომ მსუბუქი არ იქნება მისთვის ყველას მოტყუება და დესტრუქციული როლის შენარჩუნება, რომელიც მათ აქვთ. სწორედ ამ დესტრუქციული პოზიციის მიზეზით ჩაიშალა შეთანხმება მეორე რაუნდის დროს. ცალსახაა, რომ ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ საერთაშორისო ფორმატის თვალსაზრისით. კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე შეთანხმებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციის გარეშე, ნულოვანი მაქვს ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ და რაც არ უნდა კარგი დოკუმენტი დადონ, მასზე ხელმოწერას ფასი არ ექნება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან კომპრომისისთვის მზად არის, მაგრამ ხუთივე საკითხი, რომელიც მხარეებს შორის შარლ მიშელის ვიზიტისას შეთანხმდა, შეთანხმების დოკუმენტში უნდა იყოს მოცემული.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მოლაპარაკებებში და ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადეკვატურად ვაფასებთ ყველა პროცესს. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგი გზავნილი მიიღო ევროპარლამენტარებისგან, როდესაც მეორე რაუნდი ჩაშალა. განცხადება, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, არის გზავნილი ჩვენთვისაც და „ქართული ოცნებისთვისაც“. მე კომპრომისისთვის მზად ვარ, მაგრამ ხუთივე საკითხი, რომელიც შეთანხმდა მხარეებს შორის, რომ უნდა იყოს ამ შეთანხმების დოკუმენტში, უნდა იყოს მოცემული - იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ იყო საბოლოო და ის შინაარსით ვერ ასახავს ყველა იმ საკითხს, რომელიც შარლ მიშელმა დადო საქართველოში.

საუბარი იყო შეხვედრის ბოლოს და კრისტიან დანიელსონმა თქვა, სამ საკითხზე მაინც შევთანხმდეთო: არჩევნებთან, სასამართლოსთან და ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით. დანარჩენი საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით კი შემდეგ მოლაპარაკებებზე განვიხილოთო, რაზეც ასევე უარი განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“. მედიაციის მხარეს ხუთივე საკითხზე ხელმოწერა არც კი შემოუთავაზებია, იმიტომ, რომ პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე მუშაობა არ არის დასრულებული“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა