შალვა პაპუაშვილის შეფასებით, 20 ივნისს სახელმწიფოს რეაქცია ადეკვატური იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, 20 ივნისს სახელმწიფოს რეაქცია ადეკვატური იყო. მისივე თქმით, ასევე ადეკვატური იყო სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით დაწყებული საქმეები, რომელიც მიმდინარეობს როგორც აქციის ცალკეული წარმომადგენლების, ასევე პოლიციელების მიმართ.

„20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არსებობს, რომელშიც აღნიშნულია, რომ იმ საღამოს პარლამენტის შენობაზე იყო შტურმი და ამაზე პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენი ოპონენტები მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობენ. 20 ივნისის ღამით პროცესებს ყველა თვალს ვადევნებდით და ყველას გვახსოვს, როგორ გამოჰყავდათ პოლიციელები დემონსტრანტებს, ჩაფხუტებს, ფარებს, ხელკეტებს როგორ ართმევდნენ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი თვალით ვნახეთ?! პოლიციელების მიმართ რამდენიმე საათიანი შეტევა მიმდინარეობდა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ადამიანურადაც ვფიქრობ, რომ შეფასება ცალსახაა. რაც შეეხება ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებს პოლიციის ქმედებებში, იცით, რომ სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს და რამდენიმე პოლიციელი არის ბრალდებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" ერთად ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე 2 ახალი საჩივარი გაგზავნა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლის და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებას და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

საია-ში აღნიშნავენ, რომ გამოყენებული ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა