ამირან გამყრელიძე - მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა - მეტი ვიაროთ ფეხით!

მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე მოსახლეობას ფეხით სიარულის რეკომენდაციას აძლევს.

„ყველანაირი თავშეყრა თავდაცვის საშუალებების გარეშე არის მომატებული რისკი. მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა. გაზაფხულია, მეტი ვიაროთ ფეხით! არ გინდათ ორ გაჩერებაზე ავტობუსში ჩაბრძანდეთ. რა ჯობს ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას?! 2-3 კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია? - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო;ამირან გამყრელიძე - მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა