ამირან გამყრელიძე - „ბრიტანული შტამის“ 80-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ლაბორატორიულად იდენტიფიცირებული, თუმცა შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, „ბრიტანული შტამის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 80-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ბრიტანული შტამის“ ცირკულაცია საერთო ცირკულირებიდან დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებშია.

„ცირკულირებს ახალი შტამი. ჩვენ დაახლოებით ლაბორატორიულად 80-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, მაგრამ ეს არის, რაც ლაბორატორიულად იდენტიფიცირდა, რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. სხვადასხვა შეფასებითი მაჩვენებლით, მათ შორის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მაჩვენებლებით, რაც ჩვენ მოგვდის, დღეს ძირითადად „ბრიტანული შტამის“ ცირკულაცია საერთო ცირკულირებიდან დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებშია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:„ბრიტანული შტამის“ 80-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ლაბორატორიულად იდენტიფიცირებული, თუმცა შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია - ამირან გამყრელიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა