ბიძინა კულუმბეგოვი - ჩემი პოზიციაა, რომ ჯობია ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“

ჩემი პოზიციაა, რომ ჯობია ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ საზოგადოების ბევრი ჯგუფი ითხოვს.

„ვიმსჯელეთ „სინოფარმთან“ მიმართებაში. ჩვენ გვესმის, რომ ჯანმო-ს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ჩემი პოზიციაა, რომ ჯობია ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, გაიზარდოს ვაქცინების ხელმისაწვდომობის გამტარუნარიანობა. მოთხოვნა არის „სინოფარმის“ მიმართ, საზოგადოების ბევრი ჯგუფი ითხოვს

არსებობს დიდი რისკი, თუ არ ავითვისებთ ამ დოზებს, იგივე აპრილის ბოლოს, „ასტრაზენეკას“ 89 ათასი ვაქცინა „კოვაქსიდან“ არ მივიღოთ, თუმცა, ამის პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. ის აუცილებლად იქნება გამოგზავნილი, ვაქცინაცია გააქტიურდება, ადამიანებს აქვთ სურვილი, რეგისტრაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის ცენტრები დაემატება“,-აცხადებს კულუმბეგოვი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო