გიორგი კანდელაკი - „ოცნების“ დამოკიდებულება, რომ წერილს მარტო შვიდმა ევროპარლამენტარმა მოაწერა ხელი, სასაცილოდაც არავის ყოფნის

„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, რომ წერილს ხელი მარტო შვიდმა ევროპარლამენტარმა მოაწერა, სასაცილოდაც არავის ყოფნის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელში საქართველო კარგ გზას პოლიტიკური ორიენტაციის მხრივ არ ადგას.

„ევროპარლამენტის 7 წევრი, რომელმაც წერილს ხელი მოაწერა, წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა, მათ შორისაა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მაკკალისტერი, სხვა პოლიტიკური ფიგურები და ისინი ევროპარლამენტში გადაწყვეტილებების მიმღები არიან. ამიტომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, რომ აქ მარტო შვიდია და სასაცილოდაც არავის არ ყოფნის. ყველას ესმის, რომ „ქართული ოცნების“ ხელში საქართველო კარგ გზას პოლიტიკური ორიენტაციის მხრივ არ ადგას“, - განაცხადა კანდელაკმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს