ლატვიაში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრმა ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის ხელმძღვანელობით, ლატვიაში ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ქვედანაყოფი შესაბამისი საბრძოლო აღჭურვილობით ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების ფარგლებში ალიანსის სამხრეთ აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების განმტკიცებას, თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს. თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრებთან ერთად მინისტრი ბაზის პოლიგონზე ლატვიური წარმოების უპილოტო საფრენი სისტემის PenguinC M2 პრაქტიკულ დემონსტრაციას დაესწრო და მის შესაძლებლობებს გაეცნო.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე ვიზიტი ძალიან პროდუქტიული იყო და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

„ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია გავცვალეთ და მინდა, რომ ამ მიმართულებით ლატვიის დამოკიდებულება გავიზიაროთ, ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი გამოცდილების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლატვიის თავდაცვის მინისტრს არტის პაბრიკსს და ლატვიის სეიმის სპიკერს ინარა მურნიეცეს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან. ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა