„ბილაინის“ მობილური თამაშების ჰაკათონში გამარჯვებული BTU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისაწვდომია

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრის, „ბილაინის“ თამაშების პორტალზე ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში - „Jumper Ghost“ განთავსდა, რომელიც მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბილაინი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, თამაში გასული წლის ოქტომბერში „ბილაინის“ მობილური თამაშების ჰაკათონის, Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი ავტორი BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი - Absolute Zero-ა. გუნდმა ჰაკათონში გამარჯვება მოიპოვა და პრიზთან ერთად მიიღო ბილაინთან ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზეც კომპანიასთან თანამშრომლობას შემოსავლის გაყოფის მოდელით აგრძელებს.

„თამაშის - „Jumper Ghost” ლოგიკა მარტივია და იმეორებს „ბილაინის“ სხვა თამაშების მექანიზმს - აბონენტი ცდილობს თავი აარიდოს ბარიერებს და დააგროვოს MB-ები. მოგებული MB-ები აბონენტს თამაშისთვის გამოყოფილ სპეციფიალურ ბალანსზე დაერიცხება, რისი შემოწმებაც ბილაინის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია. თამაშზე წვდომისთვის, აბონენტი გადადის თამაშის ბმულზე და მობილურის ნომრის მეშვეობით გადის ვერიფიკაციას. თამაშის ერთი ცდის საფასურია 1 ლარი.

„Jumper Ghost“ „ბილაინის“ პორტალზე განთავსებული რიგით მეცხრე და საქართველოში შექმნილი პირველი თამაშია. კომპანია ამ დრომდე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობდა, ხოლო საქართველოში ნიჭიერი დეველოპერების აღმოსაჩენად და სფეროს მხარდასაჭერად, ჰაკათონი Beeline Game Jam ჩაატარა და ქართველი ახალგაზრდებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდის ბიზნესპარტნიორი გახდა.

„ბილაინი“ აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას, რაც მობილური თამაშების შემთხვევაში მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის შესანიშნავი შესაძლებლობაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო