ლევან იოსელიანი - ნიკა მელიას გირაოს გარეშე გათავისუფლება იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე შესაძლებელია

ნიკა მელიას გირაოს გარეშე გათავისუფლება იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე შესაძლებელია,- ამის შესახებ „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას ციხეში ყოფნა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ხელს უშლის.

„მე ვფიქრობ, რომ თუ ხვალ სასამართლო გაათავისუფლებს პატიმრობიდან ნიკა მელიას ყოველგვარი გირაოს და ზედმეტი მექანიზმების გარეშე, იქნება სწორი. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური კრიზისის განტვირთვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე შესაძლებელია. ნიკა მელია ციხეში ამ ყველაფერს ხელს უშლის,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს არის ჩანიშნული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს