„ადამიანის უფლებათა ცენტრი” ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში შეკრების თავისუფლების არამართლზომიერ შეზღუდვაზე საუბრობს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი” ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში შეკრების თავისუფლების არამართლზომიერ შეზღუდვაზე საუბრობს და განცხადებას ავრცელებს.

მათი შეფასებით, ღამით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა აბრკოლებს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების სრულფასოვან რეალიზაციას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას, ასევე შეწყვიტოს შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილე პირთა დაჯარიმება გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო.

„გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაჯარიმება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენს. საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ უფლებამოსილებას ანიჭებს მთავრობას, კორონავირუსთან ბრძოლის მოტივით შეზღუდოს პირთა მხოლოდ ისეთი თავყრილობები, რომელიც სოციალური ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება და არა საპროტესტო შინაარსის შეკრებები. საპროტესტო აქციები არ წარმოადგენს სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით გამართულ თავყრილობას. მსგავსი შეკრებები და მათში მონაწილე პირთა გადაადგილება დაცული უნდა იყოს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით.

სამწუხაროა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ბუნდოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი მსჯელობა. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ უფლებადამცველებს/მონიტორებს არ აქვთ შესაძლებლობა, ე.წ. კომენდანტის საათებში დაკვირვება განახორციელონ საპროტესტო აქციებზე. მართალია, არსებული რეგულაციები ითვალისწინებს გარკვეული გამონაკლისების შემთხვევაში ე.წ. კომენდანტის საათებში გადაადგილების ნებართვის მინიჭებას, მაგრამ უფლებადამცველებზე/მონიტორებზე მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არცერთი გამონაკლისი არ ვრცელდება. საპროტესტო აქციებზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის არარსებობა აბრკოლებს უფლებადამცველების თავისუფალ საქმიანობას, უფლებადარღვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი რეაგირების განხორციელებას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას; შეწყვიტოს შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილე პირთა დაჯარიმება გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო; აწარმოოს საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაცია და წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასაბუთება გადაადგილების შეზღუდვის მიზანშეწონილობასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით; წარმოადგინოს ხედვა/გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფაქტორები და გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას; ცვლილებები შეიტანოს შესაბამის ნორმატიულ აქტებში და შექმნას უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლების/მონიტორებისათვის გადაადგილების ნებართვების მიღების შესაძლებლობ“,-აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

იხილეთ განცხადება სრულად

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო