ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის - „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) აღმასრულებელ დირექტორს, ტობიას მიუნხმეიერს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა შეაფასეს და CNFA-სთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს.

უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა CNFA-ის აღმასრულებელ დირექტორს დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გახორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, დაცული ტერიტორიების ფართობი საგრძნობლად გაიზარდა და ტერიტორიებზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა.

როგორც შეხვედრაზე ტობიას მიუნხმეიერმა განაცხადა, CNFA საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარების სტრატეგიების შემუშავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და რეინჯერის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყოს ხელს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო