ლევან იოსელიანი - სწორი იქნება, რომ 20 ივნისის თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს და დაიხუროს ორმხრივი ამნისტიის გზით

სწორი იქნება, რომ 20 ივნისის თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს და დაიხუროს ორმხრივი ამნისტიის გზით, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ერთ - ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ორმხრივ ამნისტიას ითვალისწინებდა დანიელსონის დოკუმენტიც.

„ძალიან სწორი იქნება თუ 20 ივნისის საქმეებზე მოხდება ამნისტია და მოხდება ორმხრივი ამნისტია და ერთხელ და სამუდამოდ დაიხურება სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ასე დამოკლეს მახვილივით კიდია 20 ივნისის დროს დაკავებულ ადამიანებზე, რომელთა საქმეებიც ჯერ არ დასრულებულა. ერთ-ერთის, ბესიკ თამლიანის ადვოკატი მე ვიყავი და ვიცი რა სტანდარტითაც არის ეს საქმეები მომზადებული და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ სწორი იქნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ, 20 ივნისის თემა დაიხუროს და დაიხუროს ორმხრივი ამნისტიის გზით“, - აცხადებს იოსელიანი.

კითხვაზე, უნდა შეეხოთ თუ არა ამნისტია სამართალდამცავებსაც, იოსელიანი პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა".

„ორმხრივი ამნისტია ამას გულისხმობს და ეს იყო გათვალისწინებული დანიელსონის დოკუმენტშიც,"- აცხადებს იოსელიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა