რასა იუკნევიჩიანე - 7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას და თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტას ეხება

7 ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტას ეხება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ „ფონდ თავისუფალი რუსეთის“ კავკასიის ბიუროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოში არსებულ სიტუაციას, არ დავმალავ, რომ თითქმის ყველა მეგობარი ევროპარლამენტში იმედგაცრუებულია და რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანი ვდგავართ იმ განცხადების უკან, რომელიც 7 ჩვენი კოლეგის მიერ იქნა გავრცელებული. მსურს, მმართველი პარტიის ლიდერებს გავუგზავნო მესიჯი, მათი კომენტარები ძალიან უცნაური იყო, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებაა და ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირს იგივე პოზიცია აქვს, რაც იყო აღნიშნული იმ მნიშვნელოვან განცხადებაში. არა, სულაც არა, ყველა ჩვენგანი ვდგავართ ამ განცხადების უკან, ევროსაბჭოც, ევროკომისიაც. მათ შორის იმ წინადადების უკან, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტას ეხება. ეს განცხადება სერიოზულია, ეს ხუმრობა არ არის.

ჩვენ ვხედავდით, რომ დღემდე საქართველო იყო მაგალითი: მეტი მეტისთვის. მაგრამ ახლა, მაშფოთებს ის, რომ საქართველო უახლოვდება სიტუაციას : ნაკლები ნაკლებისთვის.

დიახ, რუსეთი შეიჭრა საქართველოში, როგორც ოკუპანტი და დამპყრობელი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არასდროს შეუერთდება რუსეთის რომელიმე ფორმატს, დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაში რუსეთი როლს თამაშობს და ფარულად ჩართულია და როგორღაც, მოკლევადიან პერიოდში, ის გამარჯვებულია ამ სიტუაციაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ისეთი უმაღლესი დონის ევროკავშირის ლიდერის შუამავლობაში ჩართვა, როგორიც შარლ მიშელი იყო, ხშირად არ ხდება. „ორი მხარიდან არცერთმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დღეს კიდევ მეტი ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური გზა პრიორიტეტი იყოს,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით