„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს 2020 წლის მოდელებზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

„თეგეტა მოტორსის“ ცნობით, მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო XC90, XC60, XC40, S90 და S60 მოდელები 30 000 ლარამდე ფასდაკლებით.

მათივე ინფორმაციით, „ვოლვო“ მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ცენტრში წარმოდგენილია ვოლვოს სამოდელო რიგის სრული ასორტიმენტი.

„ვოლვოს“ ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტდრაივზე გამოცდა. ამასთანავე, „ვოლვო საქართველო“ მომხმარებლებს ავტორიზებულ სერვისს და ორიგინალ ავტონაწილებს სთავაზობს.

„ჩვენ გვსურს ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს საშუალება აქვს თბილისის მასშტაბით ისარგებლონ ტესტ დრაივით და ჩვენ ავტომობილს სახლში მივუყვანთ მთელი კვირის განმავლობაში. ასევე 360 გრადუსიანი ვიზუალების მეშვეობით დაათვალიეროს ჩვენი სამოდელო რიგი, ხოლო „შექმენი შენი ვოლვოს“ მეშვეობით შეარჩიონ სასურველი კომპლექტაცია, ჩვენ კი მის მიერ შერჩეულ ავტომობილს ადგილზე მივუყვანთ”, - განაცხადა „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.

„ვოლვო საქართველოს“ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ტესტ დრაივზე ჩასაწერად იხილეთ ბმული volvocars.com, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა