ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მესაქონლეობით დაინტერესებული ვეტერანები ესწრებოდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი ლელა კიკნაძე და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი თამაზ ნარიმანიძე უძღვებოდნენ.

„თამაზ ნარიმანიძემ, რომელიც თავად ფლობს მეცხოველეობის ფერმას, მოწვეულ სტუმრებს დეტალურად აუხსნა ამ სფეროში არსებული პერსპექტივები და გამოწვევები. გააცნო ის ნაბიჯები, რომლებიც საწყის ეტაპზე თავად გადადგა. ასევე, დაიგეგმა შეხვედრის მონაწილეების ადგილზე ჩასვლა და მოკლე სასწავლო სემინარის ჩატარება თემაზე: ,,ფერმის მოწყობა მინიმალური ფინანსური ხარჯებით“.

მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. ამ თემით დაინტერესებულ ვეტერანებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს, ტელ: 598 29 52 28; 595 05 55 95“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა