ვიოლა ფონ კრამონი - ოპოზიციამ არჩევნების ღამესვე გადაწყვიტა, რომ ბოიკოტს გამოაცხადებდნენ, ეს ჩემთვის მისაღები არ არის - ჩვენ გვჭირდება დეპუტატები პარლამენტში და არა პარლამენტს გარეთ

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პარტნიორები საქართველოში, რომლებიც მზად იქნებიან, ჩვენი დახმარება მიიღონ და რომლებიც იქნებიან მზად იმის რეალიზებისთვის, რასაც მათ შევთავაზეთ ფინანსური დახმარების კუთხით, პროექტების კუთხით და ა.შ., - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ის საქართველოში იმყოფებოდა და სხვადასხვა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა.

„საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი შეუთანხმებლობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა სხვა რამეს ელოდება. ისინი ელიან გამოსავალს ამ კრიზისიდან, ამ პოლიტიკური არეულობიდან რაც შეიძლება მალე. ოპოზიციის ბოიკოტის გამო თავიდანვე არ ვიყავი კმაყოფილი, ვინაიდან მათ არც კი დაიცადეს ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციებამდე და შეფასებამდე და არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს ბოიკოტირება. ეს ჩემთვის მისაღები არ არის.

მსურს, ვუთხრა ოპოზიციურ პარტიებს, რომ თუკი პარლამენტის გარეთ დარჩებით, თუკი გადაწყვეტთ, რომ წახვალთ რაიმე სახის ქუჩის რევოლუციების გზით, არ გექნება არანაირი დიალოგი, არ ვიმუშავებთ ერთად.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ჩვენ გვჭირდება, პარტნიორები, კოლეგები, პარლამენტარები პარლამენტში და არა პარლამენტს გარეთ. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ მიიღონ მანდატები და მუშაობა პარლამენტიდან დაიწყონ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მათ პარლამენტიდან მუშაობის უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ.

ჩვენ გვსურს საქართველო ევროკავშირში, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი პარტნიორები პარლამენტსა და მთავრობაში, რომლებსაც ესმით, როგორ მართონ ქვეყანა,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია