ტიტე აროშიძე და ფრიდონ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე, დაგეგმილი და სამომავლო პროექტები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სახნავ- სათეს პროგრამაზე, რომელშიც წელს ათასობით ოჯახი ჩაერთვება, ფერმერთა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე, რომლებიც რეგიონში წარმატებით ხორციელდება. საუბარი შეეხო პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - იური ნოზაძე, სოლომონ პავლიაშვილი და ოთარ შამუგია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო