სამოქალაქო აქტივისტები ჯანდაცვის სამინისტროსთან მდინარე ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით აქციას მართავენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება.

აქტივისტები მდინარე ენგურთან, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებაა.

ერთ-ერთი აქტივისტი ნოდარ რუხაძის განცხადებით, მოქალაქეებს სხვადასხვა სახიფათო გზების პოვნა, მათ შორის მდინარე ენგურის გადმოცურვა, საქართველოს ხელისუფლების დისკრიმინაციული მიდგომის გამო უწევთ.

"დღევანდელი ტრაფიკული შემთხვევა არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება, თუმცა პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება "ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომელიც შერჩევითად, უპასუხისმგებლოდ და დისკრიმინაციულად უდგება იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ დისკრიმინაციული მიდგომის გამო მოქალაქეებს უწევთ სხვადასხვა სახიფათო გზების პოვნა იმისთვის, რომ ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ენგურის გადმოცურვაც ერთ-ერთი ასეთი გზაა”, - აღნიშნა ნოდარ რუხაძემ.

იხილეთ ვიდეო:აქტივისტებმა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს