ანდრიუს კუბილიუსი - ასე ვერ გაგრძელდება, საქართველო პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის "ლიდერშიპის" რჩევების თანახმად გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის

ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის "ლიდერშიპის" რჩევების თანახმად გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან ისაუბრა რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. „ჩვენ ყველას გვაერთიანებს ის, რომ ყველას გვიყვარს საქართველო. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებულები უახლესი სიტუაციით, ესაა, რის გამოც ვცდილობთ, საქართველოს დავეხმაროთ, იმ შემთხვევაშიც, თუ ხანდახან კრიტიკული და მტკივნეული შენიშვნებიცაა ხოლმე ქართული პოლიტიკური საზოგადოების მიმართ. მეორეა, მედიაში რაც ვნახე, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან, იყო ეჭვები იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს 7 ევროპარლამენტარის განცხადებას. ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა, რაც ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, რომ: „სერიოზულად მიიღეთ ეს განცხადება“. თუ უფრო დავაკვირდებით, განცხადებას ხელს აწერდნენ სხვადასხვა ჯგუფის, სხვადასხვა დელეგაციის სხვადასხვა ლიდერი, ადამიანები. ისინი ამა თუ იმ კუთხით ჩართულები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის თუ საქართველოს განვითარების პროცესებში, ასე რომ მათი გადმოსახედი პატივცემული იქნებოდა პოლიტიკასა და პარლამენტში. არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი შემდეგ, იქნება რაიმე ახალ რეზოლუციაზე მსჯელობა, თუ მანამდე კომიტეტში, მაგრამ ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ახალი ვარ, ერთი რამ, რაც ვისწავლე, ისაა, რომ თუ ასეთი განცხადება ასეთი ადამიანების ჯგუფის მიერ კეთდება, ჩვეულებრივ, ის პარლამენტის უმრავლესობის მხრიდანაა მხარდაჭერილი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. კუბილიუსმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რატომ მივიდა ევროპარლამენტი ასეთ განცხადებამდე.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ევროკავშირის ჩართულობა ასეთი კრიზისის გადაწყვეტისთვის, შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, ყველაზე მეტია, რისი შემოთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთვის ამგვარ კრიზისში. არ მახსოვს არც ერთი მსგავსი მაგალითი, სადაც რაიმე სახის მსგავს შიდა პოლიტიკურ კრიზისში ევროკავშირი ასეთი ჩართული ყოფილიყო. ჩემი აზრით, პრობლემა ახლა საქართველოს შიგნითაა, პირველ რიგში, პოლიტიკური პარტიები ორივე მხარეს გარკვეული სახის პოლიტიკური ლიდერშიპის შიდა კრიზისს განიცდიან, რადგან პარტიებში არიან ფორმალური ლიდერები, მაგრამ ასევე არიან არაფორმალური ყოფილი ლიდერები, რომლებიც სინამდვილეში შორს არ არიან პარტიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისგან. ეს სიტუაციას ალბათ, უფრო ართულებს, რომ პოლიტიკურმა პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო კრიზისის დასამთავრებლად.

ასევე, მეორე, რასაც ვხედავ, და ესეც შეიძლება ისევ ამ პოლიტიკური ლიდერობის კრიზისის გამოა, ჩემი აზრით, ორივე პოლიტიკური ჯგუფის შიგნით გარკვეული სახის გაუგებრობაა იმაზე, თუ რა არის ევროკავშირის დამოკიდებულება ამ კრიზისის გადაწყვეტის მიმართ. როგორც მესმის, ორივე მხარეს ზოგიერთი ფიქრობს, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს, და ამის გამო შეუძლიათ, ეს დამოკიდებულება საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენონ. ვფიქრობ, ამან გარკვეული მცდარი წარმოდგენა, გაუგებრობა შექმნა. ამიტომაც უნდა გამოვსულიყავით ძალიან მკაფიო მესიჯით - ეს ყველაფერი ასე ვერ გაგრძელდება: ან საქართველო გადაწყვეტს საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების თანახმად, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის, რადგან პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ვერ ახერხებენ კრიზისის გადაჭრას“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა. მისივე თქმით, პირობითობა რაიმე ახალი ცნება არ არის,

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა