ტოივო კლაარმა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვასთან დაკავშირებით ისაუბრა

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის განცხადებით, მან საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ მის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვას.

„გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა მინისტრ ზალკალიანთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ჩემი ხვალ დაგეგმილი ვიზიტი აფხაზეთში, ასევე განვითარების პერსპექტივები, ის გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლების წინაშე დგას. ამასთან, ვისაუბრეთ ე.წ. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ყურადღება გავამახვილეთ დღევანდელ ტრაგიკულ ინციდენტზე, მდინარე ენგურში გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული სიტუაცია, ის, თუ როგორია, საქართველოს ხედვა ამ მიმართულებით და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, რამდენად შეიძლება ვიყოთ დამხმარეები ამ კუთხით.

ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც ევროკავშირი ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რაც შეიძლება მალე უნდა იქნას გადაწყვეტილი“, - აცხადებს ტოივო კლაარი.

ტოივო კლაარის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა