ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება.

როგორც სამხარეძე განმარტავს, განცხადება, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტის სახელით გაკეთდება, თუმცა, მისივე თქმით, ამაზე დამატებითი კონსულტაცია გაიმართება.

"უკრაინის თემაზე ჩემს კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა მქონდა. ვისაუბრეთ დონბასში განვითარებულ მოვლენებზე. ვისაუბრეთ იმ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ფორუმებზე უნდა გადადგას. ასევე ვისაუბრეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატოს. ჩვენ ამ ნაბიჯებზე შევთანხმდით. უახლოეს მომავლაში ჩვენი მხრიდან მათ მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება", - განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა