უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისთვის

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულის შესახებ ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები სოციალური ქსელში წერენ.

„მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან. გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ამასთან, გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში ოკუპაციის ფონზე არსებული სიტუაციის შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ ვითარების დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე", - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

„დღეს ვესაუბრე დავით ზალკალიანს და მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენს საზღვრებთან განხორციელებული და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ.

მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისა და მზადყოფნისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ უკრაინის მიმართ საერთაშორისო კონსოლიდაციის მიმართულებით", - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიმართვაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს