ჯანდაცვის სამინისტრო - გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს გაეროში წარდგენილ დოკუმენტში მითითებულია არასწორი ინფორმაცია შშმ პირთა რეაბილიტაცია-აბილიტაციასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს გაეროში წარდგენილ დოკუმენტში სამინისტროს მიერ მითითებულია არასწორი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია-აბილიტაციასთან დაკავშირებით.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

საუბარია ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებს ეხება, (Equality and non-discrimination of persons with disabilities and the right of persons with disabilities to access to justice).

დოკუმენტში თანდართული ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობას ლტოლვილის სტატუსის, მიგრაციის სტატუსის, შემოსავლის, წარმოშობის, სქესის ან სხვა სტატუსის მიხედვით. (Are there conditions or restrictions to access, or being eligible to, receive free or affordable habilitation and rehabilitation services and goods, on an equal basis with others, on grounds or refugee status, migration status, income, origin, sex, gender, or other status?)

სწორედ ამ კითხვის პასუხად სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ ქვეყანაში რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი (მათ შორის სარეაბილიტაციო დამხმარე საშუალებები) მიეწოდება საჭიროების მქონე ყველა პირს, განურჩევლად სტატუსისა და სქესისა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა