ევროპის წამლის სააგენტომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და „თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს“ შორის შესაძლო კავშირი დაადგინა

ევროპის წამლის სააგენტო EMA აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინისა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადგინა. ამის შესახებ ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„EMA-ს მედიკამენტების რისკების შეფასების კომიტეტმა დაასკვნა, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში შეტანილი უნდა იყოს უჩვეულო თრომბები და დაბალი თრომბოციტები. EMA შეახსენებს ჯანდაცვის პროფესიონალებს და ვაქცინის მიმღებ ადამიანებს, რომ გაითვალისწინონ თრომბის ძალიან იშვიათი შემთხვევების ალბათობა, თრომბოციტების დაბალ დონესთან ერთად ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით, დაფიქსირებული შემთხვევათა უმეტესობა 60 წლამდე ასაკის ქალებში ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. ამჟამად არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, კონკრეტული რისკის ფაქტორები არ არის დადასტურებული“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ კომიტეტმა მხედველობაში მიიღო ამჟამად არსებული ყველა მტკიცებულება. ევროპის წამლის სააგენტო ვაქცინირებულ ადამიანებს ურჩევს, მაშინვე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, თუკი გამოუვლინდათ რომელიმე სიმპტომი.

„დაფიქსირებული თრომბებისა და დაბალი თრომბოციტების კომბინაცია ძალიან იშვიათია და ვაქცინის საერთო სარგებელი COVID-19– ის პრევენციაში აჭარბებს გვერდითი მოვლენების რისკს. მედიკამენტების რისკების შეფასების კომიტეტი ხაზს უსვამს სწრაფი სამედიცინო მკურნალობის მნიშვნელობას. თრომბების და დაბალი თრომბოციტების ნიშნების შემჩნევით და მათი ადრეული მკურნალობით, ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში და თავიდან აიცილონ გართულებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა