ნიკა მელია - ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან

ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამომიშვეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდები, ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია „ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ მას გაათავისუფლებენ, 15 მაისამდე საქართველოს შემოივლის და თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოიყენებს.

„ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამომიშვეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდები და ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება. ასევე 15 მაისამდე მთელ თბილისს და საქართველოს შემოვივლი თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოვიყენებ ქვეყნის სასარგებლოდ და მათ საწინააღმდეგოდ. მეორე, საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა უფრო მზარდი გახდება. მსოფლიოში ვერავის ვერ არწმუნებენ, რომ მათ პოლიტიკური პატიმარი არ ჰყავთ“, - წერს ნიკა მელია წერილში.

ცნობისათვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს არის ჩანიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო