პაატა დავითაია - მელია გარეთ და ყველა პარლამენტში, ასე არ იქნება

მელიას გამოსვლა მხოლოდ დიალოგის გაგრძელებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი რურუას თემა მარტივი თემაა, რადგანაც ის „შეიძლება პრეზიდენტმაც შეიწყალოს“. პაატა დავითაიას თქმით, თუ ნიკა მელია საპატიმროდან არ გამოვა, არც არაფერი იქნება.

„მელია ვაჭრობის თემა არ არის, როცა ის გამოვა, თავად მიიღებს მონაწილეობას დიალოგში და წაიყვანს დიალოგს როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი”, - აღნიშნა მან.

ამასთან, „ევროპული დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, პლებისციტი არ არის კომპრომისი და „ქართული ოცნება“ მას არც არასოდეს მიიღებს, რადგანაც ამ შემთხვევაში ის წააგებს და მოსახლეობა ვადამდელ არჩევნებს დაუჭერს მხარს.

პაატა დავითაიას შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაში პასუხისმგებლობა სახელისუფლო პარტიას ეკისრება და კომპრომისებზე ის უნდა წავიდეს, სწორედ ამ მიზანს ისახავს ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებული აქციაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო