გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტთა ნაწილს 8 აპრილს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდების შეეზღუდვა შეეხებათ აბონენტებს: თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, მაგრანეთი, ვეძათხევა, ზურაბები, ყუდრო და მიმდებარე სოფლებში;

„11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მუგუდა, ჭართალი, ჯუღისი, წინა და უკანა მხარი, ჩიტაურები, ვაშლობი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ახალუბანი, სელექცია, მისაქციელი, წილკანი, ნატახტარი, ახალდაბა, ერედა, უფურეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო