როგორია უახლესი iPhone 12 (R)

მსოფლიომ უკვე გაიცნო iPhone-ის ახალი შედევრი, რომელიც მცირე განსხვავებებით Apple-მა დაყო სამ მიმართულებად, შედეგად გვაქვს სამი ახალი მობილური ტელეფონი, სამივე უნიკალური და სასურველი. გავიგოთ რა განსხვავებაა მათ შორის და რომელ კონკურენტულ უპირატესობებზე აკეთებს აქცენტს თავად Apple. Apple-ის შემოდგომა დიდი და მინი სიახლეებით დაიწყო. დიდი სიახლეები იმაში მგომარეობს, რომ ახალი iPhone 12 ყველაფერში უფრო მაგარი აღმოჩნდა. წყალგამძლე, რკინის კარკასით, ბევრი კამერით და საოცარი ხარისხით. iPhone პირველ რიგში დაუმეგობრდა 5G-ს, ანუ უფრო სწრაფ მობილურ ინტერნეტს. ტრილიონი ოპერაცია წამში, როგროც თვითონ იუწყება, თქვენს მობილურ ტელეფონს ნამდვილ ბომბად აქცევს. A14 ჩიპი მობილურ ტელეფონებში უსწრაფესად ითვლება და ამ შემთხვევაშიც საოცარ შედეგს გვაძლევს.

მინი ამბები იმაში მდგომარეობს რომ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია უკვე ორ ზომაში და სხვადასხვა ფერში. iPhone 12 mini არის მობილური ტელეფონი რომელსაც აქვს აფსოლუტურად იგივე ფუნქციები, თუმცა შედარებით მცირე ეკრანი და კორპუსი. ნამდვილი საოცრება ხომ ასეა?!

iPhone 12 Pro max არის პირიქით უფრო დიდი ზომის ეკრანით და კორპუსით და ყველა იმ ფუნქციით რომელიც დანარჩენ ორს აქვს. ერთი სიტყვით ეს არის iPhone-ის ყველაზე საამაყო მოდელი ახალი ჩიპით და ყველაზე უფრო უკეთესი დეტალებით, როგორიცაა წყალგამძლეობა, საუკეთესო ფერები, ღამის ნათების და სხვა რეჟიმები. ჩიპიდან გამომდინარე ყველა მოდელს ახასიათებს 50%-ით უფრო სწრაფი СPU და GPU, 11.8 მილიარდი ტრანზისტორი, 80%-ით სწრაფი ნერვული ძრავი, 16 ბირთვიანი ნერვული ძრავა და რაც მთავარია ეს არის მსოფლიოში პირველი 5 ნანომეტრის ზომის ჩიპი, რაც ნამდვილად სენსაციაა, რადგან ერთი წლის წინ ჯერ არავის სჯეროდა, რომ ამ ზომის და სიმძლავრის ჩიპი შეიძლება არსებობდეს. როგორც ვხედავთ iphone ბოლო არ არის ინოვაციური მობილური ტელეფონი, თუმცა ბევრ სიახლეს გვთავაზობს, უფრო განახლებას ვიდრე სიახლეს, თუმცა ეს განახლებები მსოფლიო ტექნოლოგიებში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

(R)

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული