გლდანის მეორე მიკრორაიონის  N44-45 კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობა 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცის ტენისის მაგიდა. განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანება - დაირგო ხეები და დაითესა ბალახი.

მერიის ცნობით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,AWARD’’-მა განახორციელა და აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 267 841 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა