შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნების" საბოლოო ანგარიშს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) საბოლოო ანგარიშს ეხმაურება.

მისი შეფასებით, ორგანიზაცია კვლავ ვერ პასუხობს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს და დღემდე არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლებზე დაყრდნობითაც განაცხადეს, რომ 8% უბნებში მეტობით დისბალანსი იყო.

„გავეცანი "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) საბოლოო ანგარიშს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ანგარიშში 11-ჯერ იყენებს სიტყვას "გამჭვირვალობა", თავად კვლავ ვერ პასუხობს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს და დღემდე არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლებზე დაყრდნობითაც განაცხადეს, რომ 8% უბნებში იყო მეტობით დისბალანსი.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციამ დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც მან პარალელური დათვლის "მცდარი" შედეგების გამოქვეყნებით, საზოგადოებისგან ამ ფაქტის ერთი თვის განმავლობაში დამალვით და მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, ამ "შეცდომის" გარე, მიუკერძოებელი პირების ჩართვის გარეშე, გამოძიებით საკუთარ თავს მიაყენა, მხოლოდ მაღალი გამჭვირვალობით და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაცნობიერებით შეიძლება გამოსწორდეს. წარმოადგენდე სამოქალაქო სექტორს, ნიშნავს წარმოადგენდე საზოგადოებას, რაც შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშვალდებულების გაცნობიერების გარეშე. ამის გარეშე, სამწუხაროდ, მთელ ანგარიშსაც ფასი ეკარგება. ანგარიშშიც ამოვიკითხე, რომ პარალელურ დათვლის აცდენებზე საუბარი "სამოქალაქო სექტორზე ზეწოლისა და საზოგადოების ყურადღების არასწორ მხარეს გადატანის მცდელობას წარმოადგენდა" (და ეს იმ პირობებში, როცა სწორედ პარალელური დათვლის და ცესკოს მონაცემების აცდენა იყო ოპოზიციის ძირითადი არგუმენტი მანდატებზე უარის თქმისა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობისთვის). ჩემი გულწრფელი რჩევაა, საკუთარი თავის ვიქტიმიზაციის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თავადვე სერიოზულად მიუდგეთ იმ ღირებულებებს, რომლებითაც სხვებს ზომავთ“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე წლის 7 აპრილს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების შიგნით კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, განსხვავებით საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრისა, სადაც მასობრივი სახე ჰქონდა პარტიული აქტივისტების მობილიზებას და ამომრჩეველთა აღრიცხვას. ანგარიშის თანახმად, მეორე ტურში, უკონკურენტო არჩევნების დროსაც კი, მმართველმა პარტიამ კვლავ გამოიყენა აღნიშნული მეთოდი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა