ამირან გულუაშვილი - პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნება უტყუარი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ნიკანორ მელიას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ყველა უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად ადასტურებს მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

ამის შესახებ მან გენერალურ პროკურატურაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მოცემული საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ყველა უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად ადასტურებს ნიკა მელიას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. საქმის არსებითი განხილვისას მოხდება მოწმეთა დაკითხვა, გამოკვლეული იქნება ვიდეოჩანაწერები, რომელიც ნათლად ასახავს ნიკანორ მელიას დანაშაულებრივ ქმედებებს, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას. გამოკვლეული იქნება ყველა ის მტკიცებულება, რაც სასამართლოს ნათლად დაარწმუნებს მის ბრალეულობაში. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ასპექტში ბრალდების მხარე იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებითა და მყარი პოზიციით, რასაც სასამართლო ნათლად დაინახავს ამ საქმის განხილვის ეტაპზე. ნიკანორ მელიას მიმართ წარდგენილი ბრალდების შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტი არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოს მიერ, სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს ერთი მხრივ, დასაბუთებული ვარაუდი მის მიერ დანაშაულის ჩადენისა და მეორე მხრივ, ალბათობის მაღალი ხარისხი მტკიცებულების სტანდარტთან დაკავშირებით. საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკა მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას, რომელიც საბოლოო ჯამში, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა“,- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა