პროკურორი - ნიკანორ მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა, თავად მელიას მიზანია დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკანორ მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

როგორც გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიასთვის პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის წინადადება პროკურატურამ ჯერ კიდევ 25 თებერვალს დააყენა, როცა მხარეს გირაოს გადახდა შესთავაზა. თუმცა, გულუაშვილის თქმით, „ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია“.

„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს, იმის გამო, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს მის მიერ გამოყენებული პატიმრობა ან საკუთარი ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის და შევთავაზეთ მათ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა უფრო მუსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს