შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტების სურვილია პოლიტიკური სიტუაცია გაამწვავონ და ამიტომაც არის ნიკა მელია დღემდე წინასწარ პატიმრობაში

ჩვენი ოპონენტების სურვილია პოლიტიკური სიტუაცია გაამწვავონ და ამიტომაც არის ნიკა მელია დღემდე წინასწარ პატიმრობაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს დანიშნულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია საპატიმროს დატოვება, თუკი ის გირაოს გადაიხდის.

"ამ კუთხით ჩვენი მოსაზრება საზოგადოების მოსაზრებისგან არ განსხვავდება, არ მგონია ვინმე ფიქრობდეს თუკი ის პოლიტიკურად მიკერძოებული არ არის, რომ აქ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას აქვს ადგილი. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს და აკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლიანობას თუ უსაფუძვლობას, ერთადერთი ინსტიტუტი, ვისაც შეუძლია ამაზე პასუხის გაცემა, ეს გახლავთ სასამართლო, სხვა ყველაფერი გახლავთ მოსაზრება, იქნება ეს ადვოკატი თუ პროკურორი, სასამართლო გასცემს ამასთან დაკავშირებით კომპეტენტურ პასუხს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და რანაირად შეიძლება ეს შეფასდეს - როცა საქმე არ არის პოლიტიკური, მათ შორის, წინასწარი პატიმრობის საკითხი არ არის პოლიტიკური საკითხი, მისი გადაწყვეტაც შესაბამისად, არ არის პოლიტიკური საკითხი. ყველაფერი არის ძალიან მარტივ სამართლებრივ ჩარჩოებში, ნებისმიერი ადამიანი რომ გაიგებს იმდენად მარტივად არის ეს საკითხი, რომ როცა აქვს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული, მაგალითად, სამაჯურის ტარება და ის არღვევს ამ აღკვეთის ღონისძიებას, ამას მოჰყვება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - დამატებითი გირაო, რომელიც არ გადაიხადა, შესაბამისად, ეს კიდევ უფრო გამკაცრდა - წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ეს იმდენად მარტივი სამართლებრივი კაზუსია, რომ ნებისმიერი ადამიანი მარტივად ხვდება, რომ საქმე გვაქვს ერთი მხრივ კანონის დაუმორჩილებლობასთან და მეორე მხრივ, სახელმწიფოს და მართლმსაჯულების პასუხთან ამ დამოურჩილებლობაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ოპონენტების სურვილია და ამიტომაც არის ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში დღემდე, რომ გაამწვავონ პოლიტიკური სიტუაცია, იცით, რომ მან ფაქტობრივად, ნებისმიერ მომენტში შეუძლია დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თუკი გირაოს გადაიხდის. ასე რომ, პოლიტიკური სიტუაციის გამწვავება სწორედაც რომ მიზანია ჩვენი ოპონენტების, ხედავთ, რომ ვერ ამწავავებენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა