ნიკა მელიას ადვოკატი - ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით შუამდგომლობებს დავაყენებთ

მოსამართლე ვალდებულია ნიკა მელია გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ.

„თვითონ პროკუტრატურაც აღიარებს რომ, გირაოს ქვეშაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს აღკვეთით ღონისძიების მიზნები. არავითარი რისკი, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მიმალვის არ არსებობს.

ნიკა მელიას გაქცევის საფრთხე არ არსებობს. აქედან გამომდინარე თუკი მოსამართლე დარჩება კანონის ფარგლებში, მაშინ ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილებაა, რომ გააუქმოს აღკვეთის ღონისძება ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთით ღონისძიებით. ორივე შემთხვევაში ეს გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებიდან. ჩვენი პოზიციაა ყოველგვარი აღკვეთით ღონისძიება გაუქმდეს და ნიკა მელია გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობებს ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ასევე დავაყენებთ შუამდგომლობას, ნიკა მელიას მიეცეს უფლება დაესწროს ამ მნიშვნელოვან სასამართლო სხდომას. მას როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ელემენტარულად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება, ეს არის ხელისუფლების მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენი პოზიციაა ყოველგვარი აღკვეთით ღონისძიება გაუქმდეს და გათავისუფლდეს პატიმრობიდან“,- განაცხადა კონდახიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა