ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა, რათა ბრალდებულმა დასწრება შეძლოს.

მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას საკუთარი საქმის განხილვისგან არ უნდა იქნეს ჩამოშორებული. ადვოკატების თქმით, ნიკა მელიას საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ადვოკატების თქმით, მელიას საქმეზე შეფასებები საერთაშორისო დონეზე გაკეთდა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, თუმცა, განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური ელფერის გამძაფრების ნაწილია. პროკურორის თქმით, საქმე სამართლებრივ სივრცეს უნდა დაუბრუნდეს.

პროცესზე ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს გადაღებას და შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელება არ იზღუდება.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა