თამარ გაბუნია - კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს ქმნის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქმნის.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში სიტუაცია გარკვეულწილად უარესდება.

„შეზღუდვების შემსუბუქების და მობილობის გაზრდის ფონზე ეს რამდენადმე მოსალოდნელიც იყო. თუმცა, განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი. კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიზე, რაც იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რთული გადასატანი როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს აქტივობებისთვის. რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, 15 700-მდე ადამიანია აცრილი ამ დილის მდგომარეობით. ვაქცინაცია გრძელდება და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვაქცინების დამატებითი დოზები მოვიზიდოთ. აქტივობაც იზრდება. გვიხდება დამატებით კლინიკების მობილიზება თბილისში იმისთვის, რომ მაღალი მოთხოვნა ვაქცინაზე დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება რეგიონებს, სამწუხაროდ, აქტივობა ძალიან დაბალია. დღევანდელი მდგომარეობით, მიზანი ნახევრად მიღწეულია. ჩვენი მიზანია დღეში 3 ათასი ადამიანი აიცრას“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება მესამე ტალღას, როგორც გაბუნია აცხადებს, ტალღა ფიქსირდება მაშინ, როდესაც შემთხვევების მატება ძალიან მკვეთრია.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ აშკარად ვხედავთ მატების სურათს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამას სერიოზული გავრცელება ექნება, მაგრამ საყურადღებოა იმისთვის, რომ სწორედ მესამე ტალღა არ მივიღოთ და ფართო, სწრაფი გავრცელება თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას 30 წლამდე პირებში, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღის ბოლომდე, ექსპერტების მსჯელობის შემდეგ, პოზიცია სრულად ჩამოყალიბდება.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო