ლევან ხაბეიშვილი - თუ ნიკა მელია დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ეჭვი მაქვს, რომ პროცესი დაჩქარდება და იქამდე მივალთ, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს

„თუ ნიკა მელია დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეჭვი მაქვს მოლაპარაკებების პროცესი კიდეც უფრო დაჩქარდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გააკეთა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია მოლაპარაკება ორ მხარეს შორის, როდესაც მაგიდის მეორე მხარიდან ,,პოლიტიკური ლიდერი მოპარულია”.

“სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, როდესაც ნიკა მელია დააკავეს და ეს კობახიძემ პირდაპირ ეთერშიც მოყვა, რომ პოლიტსაბჭოზე მიიღეს დაკავების გადაწყვეტილება. დღეს ნიკა მელიას გულშემატკივრები სასამართლოს და მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ველოდებით, ველოდებით პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან ამ ქვეყანაში მოსამართლეც, პროკურორიც და შს მინისტრიც არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. თუ ოდნავ ადეკვატურობა შერჩენიათ და უნდათ, რომ მინიმალურად მაინც გადადგან სწორი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ნიკა მელია გათავისუფლდება ტყვეობიდან, იმიტომ, რომ ამ პროცესებს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ნიკა მელიას ციხეში დატოვებაც და გამოშვებაც პოლიტიკური იქნება.

წარმოუდგენელია მოლაპარაკება ორ მხარეს შორის, როდესაც პოლიტიკური ლიდერი მოპარულია მაგიდის მეორე მხრიდან. შესაბამისად, თუ ნიკა მელია დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეჭვი მაქვს, პროცესი კიდეც უფრო დაჩქარდება და ამის შემდეგ მივალთ იქამდე, რომ საბოლოო ჯამში ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა